ლოიდ ოსტინი: უკრაინელებს შეუძლიათ ხერსონში, დნეპრის დასავლეთ ნაპირის დაბრუნებაც
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის შეფასებით, უკრაინის არმიას აქვს ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა ოსტინმა 3 ნოემბერს პენტაგონში, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნების შესაძლებლობაზე სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა.
ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინელები მეთოდურად და ეფექტიანად მიმართავენ ძალისხმევას საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად და გააგრძელებენ ზეწოლას, სანამ ამას არ მიაღწევენ დნეპრის დასავლეთ ნაპირზეც.
უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა ზაფხულში დაიწყო და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.