Jump to content
Planeta.Ge

იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მოპარული ავტომობილი ნაპოვნია


იტალიის პოლიციამ კლუბ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას დაუბრუნა მისთვის მოპარული ავტომობილი. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა Mini Countryman ნეაპოლიდან მოშორებით, კაზერტის პროვინციის ქალაქ ტრენტოლა დუჩენტაში, ქუჩაში იპოვეს. ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარცხელიას სახლთან მდებარე ავტოსადგომიდან ავტომობილი მოჰპარეს, იტალიურმა მედიამ 3 ნოემბერს გაავრცელა.

როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა სარეკორდოდ სწრაფად, 24 საათზე ნაკლებ დროში იპოვეს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...