Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ორჯერ ორი ოთხია, რომ გვარამიას საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის მიმართ არსებული კითხვების გამო


გვარამიას პროცესზე - რომ ვთქვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამიკვირდათქო, მოვიტყუები და მიზეზებს აღარ დავასახელებ. რა დღეშია მართლმსაჯულების სისტემა ამაზე არაერთხელ მისაუბრია, - წერს თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

მისივე განცხადებით, 
მიუხედავად იმისა, ვის რა დამოუკიდებულება აქვს გვარამიას მიმართ, ნათელია, რომ ეს საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის მიმართ არსებული კითხვების გამო.

როგორც ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, სულ რომ სავსე იყოს საქმე მტკიცებულებებით, ოცნებამ ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელება, პირადი ინტერესით საფრთხე შეუქმნა ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებას და შესაბამისად, ევროინტეგრაციის პროცესს.

"როცა ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია მედიამენეჯერის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მაღალ სტანდარტის უზრუნველყოფას ეხება და ოცნება მის მიმართ მართლმსაჯულების პროცესში ამდენ კითხვას აჩენს, რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რომელიც უკვე მერამდენედ საკუთარ ინტერესებს აყოლებს ქვეყნის ინტერესებს.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...