Jump to content
Planeta.Ge

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში, პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარება დარღვევა იყო - სასამართლომ სახელმწიფოს 9 418 ლარის გადახდა დააკისრა


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას, სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო.

„სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომელიც ამართლებდა სისხლის სამართლის პროცესის სრულად დახურვას. კერძოდ, მას არ სურდა საკუთარი პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დაფარული ყოფილიყო და საქმის მასალებში არსებული სხვა პირადი ინფორმაცია არ იყო ისეთი, რომ სასამართლო პროცესის სრული დახურვის გარანტია გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, არავის პირადი ცხოვრების დეტალები არ იყო განხილული სასამართლო მოსმენებზე და არ იყო წარმოდგენილი გადაწყვეტილებებში.

სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, არ დაკმაყოფილდა მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, არამატერიალური ზიანისთვის კი მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 9 418 ლარი.

„მომჩივანმა მოითხოვა 376 304 ლარი მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად შემოსავლის დაკარგვისთვის და 150 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლო არ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევებსა და სავარაუდო მატერიალურ ზარალს შორის; ამიტომ ის უარყოფს ამ მოთხოვნას. რაც შეეხება მორალურ ზიანს, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში, დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.

განმცხადებელმა ასევე მოითხოვა 6360 ლარი სასამართლოს წინაშე მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარი დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის. მან წარადგინა კონტრაქტი თავის ადვოკატთან და ყველა მოთხოვნილი ხარჯებისა და დანახარჯების გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს 9 418 ლარის დაფარვას, პლუს ნებისმიერი გადასახადის, რომელიც შეიძლება დაეკისროს განმცხადებელს“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ინფორმაციისთვის, სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ „საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...