ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო.
როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტად, ახალგაზრდების ხელშეწყობა რჩება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. ამ მიმართულებით გვაქვს სხვადასხვა პროგრამა და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ორმაგად სასიხარულოა, რომ სტიპენდიანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ“ , - აღნიშნა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ.
მათივე ცნობით, 2021-2022 წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 70 სტიპენდიანტი ჰყავდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.