Jump to content
Planeta.Ge

ბაციაშვილის ფანტასტიკური შედეგი - ნინომ სერბეთის ჩემპიონატი მოიგო


საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა (2462) ჩინებული შედეგი დააფიქსირა სერბეთის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა მოჭადრაკემ 11 ტურში 10 პარტია (!) მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და ფანტასტიკური საბოლოო მაჩვენებელი (10.5 ქულა) ჰქონდა. ნინომ აღნიშნული შედეგი ყველაზე ძლიერ პირველ დაფაზე აჩვენა და პირად რეიტინგს 22 ქულაც შემატა.

სერბეთის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული ბელგრადის რადი
სერბეთის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული ბელგრადის რადი

ცნობისთვის, ბაციაშვილი ბელგრადის რადის ღირსებას იცავდა, რომელმაც 11 ტურში 36.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტ ნიშის ოსნოვაცს 4.5 ქულით აჯობა.

ვთქვათ ისიც, რომ ქართველი მოჭადრაკის თანაგუნდელები რუმინელი ირინა ბულმაგა (2417) და სერბები – მარია მანაკოვა (2160), სტეფანა მილუტინოვიჩი (2105), სანია ვუკსანოვიჩი (2160) და ტეოდორა რაკიჩი (1974) იყვნენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...