Jump to content
Planeta.Ge

რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახორციელა იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში


2 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა მოიერიშე კამიკაძე დრონებით განახორციელეს იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში, იტყობინებიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები.

„13 ჭურვიდან თორმეტი [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის მიერ იქნა განადგურებულ ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში,“ ნათქვამია შეიარაღებული ძალების მიერ „ტელეგრამით“ გავრცელებულ ცნობაში.

საჰაერო თავდაცვის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს ექვსი დრონი, ასევე ექვსი - ცენტრალურ რაიონში.

რუსეთი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახორციელებს დარტყმებს დრონებითა და არტილერიით უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე. ამ ფონზე უკრაინა აწარმოებს კონტრიერიშს, რომელმაც რუსეთის ჯარებს ჩრდილო-აღმოსავლეთი დაატოვებინა და უკან დაახევინა აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ ქალაქი ამზადებს გათბობის ათასზე მეტ პუნქტს იმ შემთხვევისთვის, თუკი გათბობით დედაქალაქის მომარაგების ცენტრალიზებული სისტემა მწყობრიდან გამოვა რუსეთის იერიშების შედეგად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის დაბომბვას. ქალაქის გარშემო გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინის არმია წარმატებით იგერიებს რუსეთის შეტევებს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...