Jump to content
Planeta.Ge

კობახიძე: თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიწყალებს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ის ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფს.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომლის განაჩენიც სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ძალაში დატოვა და მას მოუწევს საპატიმროში გაატაროს 3 წელი და 6 თვე.

„ევროპული სახელმწიფო ნიშნავს სასამართლოს პატივისცემასაც მათ შორის, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერც ასე, ვერც ისე ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, მით უმეტეს, ამ გადაწყვეტილების მიმართ. რაც შეეხება შეწყალებას, ამაზე პოზიცია დაფიქსირებული მაქვს, თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია. როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მხოლოდ პირადად მისი, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, სწორი იყოს“.
 

რადიო თავისუფლება 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...