Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა


ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა. ამის შესახებ, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინება.

„ჩერნომორენერგოს ცნობით“, შემთხვევის ადგილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანახმად, კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ 10.00-დან 15.00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. განცხადებაში საუბარია „რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის ნაკადის დეფიციტზე“. აჩიგვარას გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოების დასრულების დრო მითითებული არ არის.

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს აჩიგვარას ხაზით მიეწოდება. 11 ოქტომბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელსაც „ჩერნომოროენერგო“-ს (დაახლოებით 20 ადამიანი) და რუსული კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებდნენ (დაახლოებით 23 ადამიანი). ელექტოგადამცემი ხაზზე, რომელსაც „აფხაზური ენერგეტიკის ყველაზე დაუცველ ობიექტს“ უწოდებენ სარემონტო სამუშაოები, მანამდე არაერთხელ გადაიდო.

რადიო თავისუფლება 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...