ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარტია “საქართველოსთვის” წევრები და დეპუტატები, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მათ შორის ის საკითხები, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მათი ასახვა საკანონმდებლო ცვლილებებში არ ხორციელდება.
პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" პარტიის წევრების მოსყიდვას, დაშინებას და ამ გზით 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგების შეცვლას.
Edited by tvati
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.