Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანელი იურისტები უკრაინელების სახელით სასამართლოში უჩივიან პრიგოჟინს და "ვაგნერს"


ბრიტანული იურიდიული ფირმა McCue Jury&Partners ომით დაზარალებული უკრაინელების სახელით ლონდონის სასამართლოს მიმართავს რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის და მის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ პრიგოჟინს უკვე ეცნობა.

ბრიტანელი იურისტების შეფასებით, აშკარაა პრიგოჟინის, „ვაგნერის“ და პუტინის სამხედრო მანქანის შეთქმულება უკრაინელი ხალხის დატერორების მიზნით. მოსარჩელეთა მოთხოვნაა პროგოჟინისა და „ვაგნერისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება და ზარალის ანაზღაურება.

ბრიტანული იურიდიული ფირმის განცხადებით, ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა კერძო სამხედრო კომპანიას სასამართლოში უჩივიან უკანონო ომის საწარმოებლად ტერორიზმის გამოყენებისა და სახელწიფოსთან შეთქმულებისთვის.

 

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". კრემლი "ვაგნერს" იყენებდა მსოფლიოს სხვა კონფლიქტურ რეგიონებშიც.

წლების განმავლობაში, არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერდა, რომ "ვაგნერის" მფლობელია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული და მის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. თავად პრიგოჟინმა საჯაროდ 26 სექტემბერს აღიარა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელი და დამფინანსებელია.

 

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...