Jump to content
Planeta.Ge

პირველად საქართველოს ისტორიაში Fia Motorsport Games 2022-ზე ქართველებმა უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს


პირველად საქართველოს ისტორიაში მარიამ დავითიძემ, ნიკა კობოსნიძემ, არჩილ ციმაკურიძემ და მარი წიკლაურმა Fia Motorsport Games 2022-ზე, ერთ-ერთ დისციპლინაში - 4-საათიან კარტინგ ენდურანსის რბოლაში უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო რბოლა ვერ გაიარეს სრულად და სტარტი მე-9 პოზიციიდან აიღეს,  თითქმის შეუძლებელი წარმატების მიღწევა შეძლეს და რბოლა მე-4 ადგილზე დაასრულეს. 

 

ბრინჯაოს მედლამდე მათ სულ რაღაც 6 წამი დააკლდათ.

 

ფედერაციის ყველაზე პატარა წევრი მარიამ დავითიძე 18 წლისაა. მან ერთი კვირით ადრე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი აიღო.

front news

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...