Jump to content
Planeta.Ge

იაგო ხვიჩია - ბევრს მოაქვს თავი ლიბერალად და შეიძლება, მათი მხილება ვიღაცის მიზანი იყოს, მაგრამ ვერ ვხვდები, ამას „ქართული ოცნებიდან“ ვინმე რატომ ვერ გააკეთებდა, ცალკე პარტიის შექმნა რა საჭირო იყო


„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ვერ ხვდება, ლიბერალების სამხილებლად ცალკე პარტიის შექმნა რა საჭირო იყო და ამას „ქართული ოცნებიდან“ რატომ ვერავინ გააკეთებდა.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას, რომ „ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება.

„ბევრ ადამიანს მოაქვს თავი ლიბერალად და შეიძლება, მათი მხილება ვიღაცის მიზანი იყოს, მაგრამ ვერ ვხვდები, ამას „ქართული ოცნებიდან“ ვინმე რატომ ვერ გააკეთებდა. რა საჭირო იყო ცალკე პარტიის შექმნა საქართველოში ლიბერალების სამხილებლად. ლიბერალებს ისედაც რამდენი უპარტიო და პარტიული ამხელს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, ე.წ. ლიბერალების მხილება ქვეყნისთვის სასარგებლოა“, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ არც სასარგებლოა და არც არაფერს დაუშავებს.

„ქვეყნისთვის არც სასარგებლოა და არც არაფერს დაუშავებს, რომ „ხალხის ძალამ“ ლიბერალებს ბრძოლა დაუწყოს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ებრძვის ვინმეს ამ ქვეყანაში, ჯერ ასეთი დასავლეთი იყო და ახალა შეიძლება, ლიბერალები აღმოჩნდნენ, ეს მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...