მტირალას ეროვნულ პარკში ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მტირალას ეროვნულ პარკში წარმატებული სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს.
სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს შვიდი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.