გაერო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ჰუმანიტარული დერეფანი 2 ნოემბერს დახურული იქნება
გაერო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ჰუმანიტარული დერეფანი ხვალ, 2 ნოემბერს დახურული იქნება.
როგორც სტამბოლში მდებარე საკოორდინაციო ცენტრში განაცხადეს, ჰუმანიტარული დერეფნის გავლით 2 ნოემბერს ხომალდების გადაადგილება შეჩერდება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობის შეჩერების შემდეგ გემების გადაადგილდება და შემოწმება გაგრძელდება, ეს იქნება დროებითი და ექსტრაორდინალური ზომა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების საკითხი განიხილეს.
როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინმა ერდოღანთან საუბრისას უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთი დაადანაშაულა ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმაში.
უკრაინა არ ადასტურებს, რომ სევასტოპოლში რუსულ გემებზე თავდასხმა მან მოაწყო.
პუტინმა ერდოღანს განუცხადა, რომ მომხდარის დეტალურ გამოძიებას და კიევისგან მყარ გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა სტამბოლის შეთანხმებას დაიცავს.
თურქული მხარის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერდოღანი მომავალში მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა პრობლემა გადაიჭრას და უკრაინიდან სურსათის ექსპორტი გაგრძელდეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.