ემანუელ მაკრონი - ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გავზარდოთ, კერძოდ საჰაერო თავდაცვა - ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ
ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება გავზარდოთ, კერძოდ საჰაერო თავდაცვა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეს დილით სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა.
“ამ დილით პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე: ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება, კერძოდ საჰაერო თავდაცვა.
უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად. ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას”, - წერს მაკრონი.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.