ბერდია სიჭინავა - “ოცნებამ” ადგილობრივი თვითმმართველობის “გაჩანაგება” დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩევნები წააგო რამდენიმე მუნიციპალიტეტში
“ოცნებამ” პირდაპირი მნიშვნელობით ადგილობრივი თვითმმართველობის “გაჩანაგება” დაიწყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები წააგო რამდენიმე მუნიციპალიტეტში - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ბერდია სიჭინავა ეხმაურება “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება და მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს.
"1. ძველ საკრებულოებს დაამტკიცებინეს მომდევნო წლის ბიუჯეტები.
2. ადამიანები მოისყიდეს, დააშინეს, გადაიბირეს, საარჩევნო შედეგების გადაწერა დაიწყეს კობახიძის პირდაპირი წახალისებით.
3. მურუსიძის სასამართლოს დაუკვეთეს მართლმსაჯულება.
4. საბოტაჟი მოაწყვეს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით.
5. კანონი მოარგეს ინდივიდუალურად ბათუმის შემთხვევას, რაც თითქოს მერე “დათმეს”.
6. ამჟამად საკრებულოს, მერთან მიმართებით, ართმევენ ბერკეტებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული და მერი თავისი მხრივ გრძნობდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მისი შედგენილი ბიუჯეტის ჩავარდნაზე! ფაქტიურად, ნოტარიუსის ფუნქციას უტოვებენ ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს! ასეთია “ქოცური” დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის “გაძლიერება”!
P.S
ეს არ დამავიწყდეს… საკანონმდებლო ინიციატივით, მერს შეეძლება საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს.", - წერს ბერდია სიჭინავა.
Edited by tvati
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.