უკრაინამ G20-ს მოუწოდა, გარიცხოს რუსეთი და სამიტზე მიწვევა გაუუქმოს ვლადიმირ პუტინს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ „დიდ ოცეულს“ (G20) მოუწოდა, გარიცხოს რუსეთი და გააუქმოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება ბალიში.
ნიკოლენკომ 1 ნოემბერს ტვიტერში დაწერა, რომ პუტინის საჯარო აღიარება, რომ მან განკარგულება გასცა, სარაკეტო დარტყმები განეხორციელებინათ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ნიშნავს, რომ „მისი ხელები სისხლში არის გასვრილი“ და რომ „მას უფლება არ უნდა მიეცეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად იჯდეს ერთ მაგიდასთან“.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.