ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში აღდგა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში აღდგა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ, რაც ორშაბათს რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის ენერგომომარაგების ობიექტებზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებზე, რის გამოც შეწყვეტილი იყო დენის მიწოდება, მობილური სატელეფონო ქსელების მუშაობა და შეზღუდული იყო წყლით მომარაგება.
„კიეველთა ოჯახების წყლით მომარაგება სრულად აღდგა. მადლობა ‘კიივვოდოკანალსა’ და DTEK-ს, რომლებიც თითქმის ერთი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დედაქალაქის მოსახლეობისთვის წყლისა და ელექტროდენის მიწოდების აღსადგენად“, - დაწერა კლიჩკომ 1 ნოემბერს „ტელეგრამში".
მერის თქმით, კიევში აღდგა ელექტრომომარაგებაც, მაგრამ დენის გათიშვა კვლავაც გარდაუვალია, ვინაიდან ელექტრომომარაგების სისტემას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რუსეთის იერიშის შემდეგ.
რუსეთმა 31 ოქტომბერს განახორციელა სარაკეტო იერიში უკრაინის რამდენიმე ქალაქის, მათ შორის კიევის წინააღმდეგ. კრემლი განაგრძობს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაუნდობელ იერიშებს იმის იმედით, რომ მორალურად გატეხს მის მოსახლეობას.
1 ნოემბერს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქში 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე განახორციელა დარტყმები.
ნიკოლაევში სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა 1 ნოემბერს განაცხადა, რომ წუხელ რუსეთმა ოთხი S-300 რაკეტა ისროლა, რის შედეგადაც ქალაქში ნახევრად დაინგრა საცხოვრებელი სახლი და ერთი ადამიანი დაიღუპა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.