შამილ ბასაევის ბანდის უვადო პატიმრობაში მყოფ წევრს სასამართლომ კიდევ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ჩეჩნეთის ვედენოს რაიონის სასამართლომ შამილ ბასაევის რაზმის ორ წევრს, სტავროპოლელ მაქსიმ პონარინსა და ყარაჩაევო-ჩერქეზელ რაშიდ ატუოვს 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ფედერალური ჯარების წარმომადგენლების სიცოცხლის მოსპობისთვის.
აქედან მაქსიმ პონარინი უკვე იმყოფება სამუდამო პატიმრობაში, ხოლო რაშიდ ატუოვს 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გამოძიების ვერსიით, ატუოვი და პონარინი ბასაევისა და ხატაბის მეთაურობით 2000 წლის 29 მარტს ვედენოს რაიონის სოფელ ჯანი-ვედენოს მახლობლად თავს დაესხნენ ჩეჩნეთის კომენდატურისა და პერმის ოლქის პოლიციის საგანგებო დანიშნულების პოლკის მებრძოლთა შერეულ რაზმს. ამ თავდასხმის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაიჭრა.
როგორ „კავკაზ. რეალიი“ წერს, ატუოვმა და პონარინმა გამოძიებასთან სასამართლოსწინა შეთანხმება გააფორმეს, აღიარეს დანაშაული და უარი თქვეს სასამართლოში მათი დანაშაულის დამტკიცებაზე.
მაქსიმ პონარინი მანამდე გასამართლებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ექვს ეპიზოდში. მათ შორის ფსკოველ მედესანტეებზე თავდასხმასა და მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში, რის გამო უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. რაშიდ ატუოვი კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბანდიტიზმში, ფედერალური ჯარის მებრძოლებისა და ძალოვნების სიცოცხლის მოსპობაში.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.