Jump to content
Planeta.Ge

რომან გოცირიძე - გიორგი მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, როცა ჩაგრავდნენ, მას რომ პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე საუბარი


ვინც ამბობს, პარლამენტის წევრის მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორებს სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდება - სასაცილოა ეს ყველაფერი! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ვიღაცებს კერძო პარტიული ინტერესი აქვთ, რადგან თავად პარლამენტში არ არიან და არ აწყობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 30 კაცით იყოს წარმოდგენილი.

„მათ ურჩევნიათ ვიყოთ ქუჩაში, რათა საერთაშორისო ურთიერთობებს მოვწყდეთ. თუკი დეპუტატის სტატუსი არა გაქვს, არც ერთი კონგრესმენი არ შეგხვდება და არც პარტნიორები დაიჭერენ ურთიერთობას. არჩევნები მოვიდა - სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და მინიმალური რესურსები რაც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო - მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...