Jump to content
Planeta.Ge

უკრაინაში ბატალიონ „ოსეთის“ მეთაურის მოადგილე მოკლეს


უკრაინაში დაიღუპა ბატალიონ „ოსეთის“ მეთაურის მოადგილე, ვიქტორ ჟიდაევი, რომლის სიკვდილის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

ტელეგრამის არხ "ალანიაში" გამოქვეყნებული ნეკროლოგის თანახმად, ჟიდაევი, რომელსაც სამხედროები „ვიტოსის“ მეტსახელით იცნობდნენ, ორი კვირის წინ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიალომ დააჯილდოვა მედლით „ოსეთის დიდებისათვის“.

 

 

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი InformNapalm-ი 2018 წელს აღნიშნავდა, რომ ასეთი სახელისა და გვარის კაცი, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში დაბადებული, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა შორისაც ფიგურირებდა. მოხალისე გამომძიებლების თანახმად, მას დანაყოფში მსროლელ-მეზენიტის თანამდებობა ეკავა. ხოლო 2012 წელს, ჩრდილოთ ოსეთში დაბადებული ვიქტორ ჟიდაევის სახელისა და გვარის კაცი გაუსამართლებიათ დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვისთვის, რაც ბრალდებულს სასამართლოზე უღიარებია.

უკრაინაში მოკლული ვიქტორ ჟიდაევი, ბატალიონთან ერთად გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჰყვებოდა, რომ მისი პაპა უკრაინაში 1943 წელს იბრძოდა. გარდა ამისა ნეკროლოგში ხაზგასმულია, რომ ბატალიონ „ოსეთის“ დაღუპულ მეთაურის მოადგილეს „უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა“.

რადიო თავისუფლება 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...