Jump to content
Planeta.Ge

ლევან დავითაშვილი - მომავალი წლის დასაწყისში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შესაძლებელი იქნება საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება


ემირატებში ვიზიტის დროს განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ჩვენმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ მომავალი წლის დასაწყისში უკვე შესაძლებელი იქნება მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, ასეთი შეთანხმება გაფორმდეს ქვეყნებს შორის, რაც მოიცავს მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ წახალისდეს ინვესტიციები საქართველოში, რა თქმა უნდა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ემირატები ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, 400 მილიარდიანი ეკონომიკაა, ეკონომიკა, რომელიც განიცდის ტრანსფორმაციას და უფრო და უფრო ინოვატორული ხდება. საქართველოც ძალიან დინამიურად ვითარდება, და ვფიქრობ, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა საკმაოდ დიდია და ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მოვახერხებთ რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების დადებას, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 


ავტორი - ანა ბროლაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...