Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში მობილიზაციის დასრულებისთანავე საშემოდგომო გაწვევა დაიწყო


დღეიდან, 1 ნოემბრიდან რუსეთის არმიაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა არმიაში 120 ათასი წვევამდელის გაწვევაა დაგეგმილი, მობილიზაციის დასრულებიდან მალევე, რომლის ფარგლებშიც 300 ათასი ადამიანის გაწვევა იყო გათვალისწინებული.

რუსეთის გენშტაბის თანახმად, ახალწვეულებს უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში არ გაგზავნიან. სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება ითვალისწინებს წვევამდელების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში გაწვევიდან მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, როცა არწმუნებს, რომ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში საომრად არ გაგზავნიან.

 

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთი ამ გზით ცდილობს გეგმური საშემოდგომო გაწვევისთვის თავის არიდების აღკვეთას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსულ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში გაგზავნიან მომავალი წლის მარტში ან აპრილში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დასრულებულია "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში მიმდინარე გაწვევის პროცესი. ამასთან, პრეზიდენტ პუტინს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცია დოკუმენტი მის მიერ 21 სექტემბრიდან გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" დასრულების შესახებ.

უკრაინასთან საომრად მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად რუსეთი დატოვა ათეულობით ათასმა მოქალაქემ.

რადიო თავისუფლება 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...