Jump to content
Planeta.Ge

კორუფციასთან ბრძოლა და მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა – ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინა


კორუფციასთან ბრძოლა და მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა – ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინა
თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ მოქალაქეებს წლიური ანგარიში წარუდგინეს.
ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრაზე საკრებულოში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაუსვეს ხაზი:
– კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა
– მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა საკრებულოს წინაშე
– მერიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა
– ბიუჯეტის პრიორიტეტების სამართლიანი განაწილება
– გაუმჯობესებული სატრანსპორტო პოლიტიკა
„ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, 2021 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე, რომელზეც მოხდა თბილისის მთავრობის დამტკიცება, გამოვედით ინიციატივით თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკომპლექტდება ოპოზიციის წარმომადგენლებით და რომლის მიზანიც თბილისის მმართველობაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის, კორუფციის რისკების პრევენციის ეფექტიანი და ქმედითი ანტიკორუფციული სისტემის დანერგვა იქნება! მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივის განხორცილებას დღემდე ეწინააღმდეგება როგორც საკრებულოს უმრავლესობა, ისე თბილისის მერი, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხს, ვატარებთ ბრიფინგებს, გვაქვს კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ფრაქციის თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, „ჩვენთვის, როგორც საკრებულოს წევრებისთვის – დემოკრატიული მართვის უმნიშვნელოვანესი რგოლის, ადგილობრივი თვითმმართველობის, წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, თუ რამდენად გამართული თვითმმართველობით ხვდება საქართველო იმ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ქვია. ამ მიმართულებით ჩავატარეთ რამდენიმე ბრიფინგი და გამოვედით კონკრეტული ინიციატივით თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, სადაც მთავარი საკითხი უნდა ყოფილიყო ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ევროპული მომავალი“.
სალომე კობალაძის თქმით, გაუმჯობესებული სატრანსპორტო პოლიტიკა მთავარ პრიორიტეტად რჩება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავ მუშაობასა და გაზრდილ ფასებზე ჩავატარეთ რამდენიმე ბრიფინგი, მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია მედიასთან და გამოვედით კონკრეტული ინიციატივით, სატრანსპორტო რეფორმის დასრულებამდე შეღავათიანი ტარიფის დაწესების შესახებ. არაერთგზის გავაპროტესტეთ ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასების ზრდა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მიწოდებული სერვისის ხარისხის შესაბამისობა გაზრდილ ტარიფებთან და გამორიცხულიყო თბილისელების დისკომფორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. გამოვედით ინიციატივით, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნას თბილისელების აქტიური თანამონაწილეობა, ჩართულობა, მაქსიმალური ინფორმირება და საგზაო სამუშაოთა ისეთი დაგეგმარება, რომ გამოირიცხოს მოქალაქეების დისკომფორტი და თბილისელებს ქონდეთ უსაფრთხო და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...