გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს
გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა შეაჩერა და არ შეუწყვიტავს.
„მჯერა, მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა განახლდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამაში დავრწმუნდეთ. ამისთვის 18 ნოემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ეს ინიციატივა შეჩერებულია და არა შეწყვეტილი. სხვაობა ძალიან მარტივია. განსხვავება არის ის, რომ როგორც მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივის მონაწილეები, ისინი მასთან კვლავ ვალდებულებით არიან დაკავშირებული“, -განაცხადა გრიფიტსმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.