Jump to content
Planeta.Ge

2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ 87 000 კვადრატული მეტრის ფართში 179 000 კვადრატულ მეტრამდე ფართი გაცვალა


2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ, ჯამში, 86 794 კვ.მ.-ის ფართის სანაცვლოდ 178 996,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, მუნიციპალიტეტმა 45 584 კვ.მ-ის ფართის ქონების გაცვლა-გამოსყიდვა განახორციელა, რისთვისაც მას ჯამში, ბიუჯეტიდან 142 756 ლარი აქვს გადახდილი, ფართების ნაწილის გაცვლისთვის კი, მესაკუთრეებს 84 127,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გადასცა.

ამასთან, ამავე პერიოდში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მხოლოდ 2 ფართი აქვს გამოსყიდული, რაშიც 142 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. კერძოდ, 2022 წლის 1-ელ მარტს საბურთალოსა და ხვიჩიას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 52 კვ.მ-ის ფართში 85 644 ლარი გადაიხადა, ხოლო 2022 წლის 5 ივლისს, სოფელი დიღომში, ტიმოთე ბელოის ქუჩა N7გ-ში მდებარე 484 კვ.მ-ის ფართში 57 112 ლარი აქვს გადახდილი.

რაც შეეხება 2021 წელს, მერიას ფართები არ გამოუსყიდია, მან ჯამში 41 210 კვ.მ-ის ფართის ქონების მუნიციპალიტეტისთვის დასაბრუნებლად, ჯამში, 94 869 კვ.მ-ის ფართის ქონება დათმო.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...