Jump to content
Planeta.Ge

ვალერი ზალუჟნი - ომს ვაწარმოებთ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას?


ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია, რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულო ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვასა და კიბერსივრცეში.

„გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას? მხოლოდ დღეს მტერმა გამოიყენა Х-101 ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა და Х -59 ტიპის ერთი მართვადი საჰაერო რაკეტა, S-300 ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა, Shahid-136-ის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „ლანცეტ-3”, - წერს ზალუჟნი.

მისი თქმით, უკრაინელები აკავებენ მტერს, აძლიერებენ რეზერვებს, აძლიერებენ თავდაცვას და თანდათანობით ათავისუფლებენ თავიანთ სამშობლოს. „გამარჯვებას ძალიან რთულად ვაღწევთ, მაგრამ აუცილებლად იქნება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...