უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 72 470-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 650 ბოლო დღე-ღამეში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 72 470-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათ შორის 650 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2698 ტანკს, 5501 ჯავშანტექნიკას, 1730 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 276 საბრძოლო თვითმფრინავს და 257 ვერტმფრენს, 4143 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1415 უპილოტო საფრენ აპარატს, 154 ერთეულ სპეცტექნიკას, 397 ფრთოსან რაკეტას.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.