Jump to content
Planeta.Ge

ნარკორეალიზაციის ბრალდებით საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს


ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა.

"დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

ეს ადამიანები ახდენდნენ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანას სხვადასხვა გზებით. დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ეს ადამიანები დაკავებული არიან მოსამართლის განჩინების საფუძველზე", - უთხრა მედიას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...