Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე დაეცა


მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, რაკეტა სოფელ ნასლავჩას ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ნასლავჩას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...