2022 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობის 8 082 ნებართვა გაიცა
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტით მეტი). ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნებართვების 77% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 935.3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.5 პროცენტით მეტი) 1 843 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი).
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 38.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.6 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.4 პროცენტი -კახეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.