Jump to content
Planeta.Ge

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე - ეთნიკური უმცირესობები მოგვიწოდებენ, რომ სახელმწიფო ენა უკეთესად ვასწავლოთ - პრობლემა არსებობს მასწავლებლების, ადამიანური რესურსის, კომპეტენციის მიმართულებით


თავად ეთნიკური უმცირესობები მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ უკეთესად ვასწავლოთ სახელმწიფო ენა - პრობლემა არსებობს მასწავლებლების, ადამიანური რესურსის, შესაბამისი კომპეტენციის მიმართულებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებული მოკვლევის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ მოკვლევაში აღნიშნული მიგნებები და საკითხები პირდაპირ ეხმიანება სამინისტროს სამოქმედო გეგმას, რომელიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით არის შემუშავებული.

"მთელი რიგი მიმართულებები და საკითხებია, რომელსაც მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ მოერევა. გვჭირდება შესაბამისი კოორდინაცია და გვაქვს კიდეც, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან. ყველა თემა, რომელიც მოკვლევაშია იდენტიფიცირებული გამოვყოფდი - მასწავლებლების მიმართულება, ადამიანური რესურსი, შესაბამისი კომპეტენცია, რომელზეც წლიდან წლამდე, სხვადასხვა პროგრამებით მუშაობა მიმდინარეობს. რასაკვირველია, პრობლემა არსებობს, ამას ჩვენ ვადასტურებთ, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის. ასევე თავად ეთნიკური უმცირესობები ასახელებენ და მოგვიწოდებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლას მასშტაბი გაზრდილი აქვს და სახელმწიფო ენას ყველანაირი მეთოდით და საშუალებით ასწავლის, გვეუბნებიან, რომ უკეთესად ვასწავლოთ სახელმწიფო ენა, რაც ასევე არის გათვალისწინებული ჩვენს სამოქმედო გეგმებში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...