უკრაინის საგარეო უწყება - რუსული რაკეტები კიევში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია
დილა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშით იწყება. რუსული რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანი არის სიკვდილი და განადგურება. „რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით“, - წერს ნიკოლენკო.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.