Jump to content
Planeta.Ge

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება. ამავდროულად, ნაპოვნია 7049 ბავშვი. მონაცემები გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა.

როგორც მედია წერს, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 430 ბავშვი დაიღუპა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, დაშავებულია 823 ბავშვი.

ამავე ცნობებით, სულ დაზიანდა 2688 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 331 მთლიანად განადგურდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ზონებიდან, დროებით ოკუპირებული და გათავისუფლებული ტერიტორიებიდან შემოსული ცნობების გადამოწმებაზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...