ქუთაისის აეროპორტი მგზავრების მიღებას ხვალიდან განაახლებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და აეროპორტი მგზავრების მიღებას 31 ოქტომბრის 01:00 საათიდან განაახლებს.
რეაბილიტაციის დროს შეაკეთეს ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილები, გაამაგრეს საფუძველი და ჩაატარეს 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა 10 ოქტომბრიდანაა შეჩერებული. რეისებმა, რომლებიც აქ უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოინაცვლა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.