Jump to content
Planeta.Ge

პრიგოჟინი გენერალურ პროკურორს Youtube-ის დაბლოკვას სთხოვს


კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა თავისი როლი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შექმნასა და დაფინანსებაში, რუსეთის გენერალურ პროკურორს სთხოვს, რომ მთელ ქვეყანაში დაიბლოკოს და შეიზღუდოს წვდომა ვიდეოჰოსტინგ Youtube-ზე, ხოლო მისი მფლობელი, კორპორაცია Google არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

 

ამის შესახებ იუწყება პრიგოჟინის კუთვნილი კორპორაცია „კონკორდის“ პრესცენტრი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ასევე გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვისადმი პრიგოჟინის წერილის გასკანირებული ვარიანტი.

როგორც პრიგოჟინი წერს, YouTube „წალეკილია რუსი სამხედროების დისკრედიტაციისკენ მიმართული ფეიკებით, ქვეყნდება წინასწარ დამახინჯებული ინფორმაციები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა და პატრიოტული ძალების საქმიანობაზე.

პრიგოჟნის აზრით, სერვისი წარმოადგენს ინსტრუმენტს „საინფორმაციო ომისა“, რომელსაც თითქოსდა რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს აშშ-ი, ხოლო რუსეთის არხების მიმართ ტარდება „თანამიმდევრული ცენზურის პოლიტიკას“. გენერალური პროკურორისადმი წერილში პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ „იუტუბით ქვეყნდება რუსოფობიური კონტენტი, დესტრუქციული მასალები და რუსეთის ხელისუფლებისადმი დამხობის შესახებ მოწოდებები.“ რაც შეეხება Google-ის აკრძალვა, პრიგოჟინი აცხადებს, რომ ამ ქსელით „ვრცელდება ინფორმაციები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისადმი საფრთხის შექმნას ემსახურება.“

Youtube-მა ომის დაწყების შემდეგ არაერთი რუსული არხი დაბლოკა. ცოტა ხნის წინ, აშშ-ს სანქციების შესაბამისად, დაიბლოკა ასევე ფედერაციის საბჭოს ანგარიში. ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თავშეკავებულნი არიან პოპულარული სერვისის დაბლოკვის შესაძლებლობაზე საუბრის დროს. ფედერაციის საბჭოს ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში YouTube-ზე წვდომის დაბლოკვა არ იგეგმება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...