Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში შემოუშვეს დაღესტნელი დები, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ


„კავკაზ.რეალიის“ ცნობით წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ, საქართველოში შემოსვლა მოახერხეს დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებმა დებმა ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევებმა, ამინატ გაზიმაგომედოვამ და ფატიმატ მაგომედოვამ, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ და საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

კრიზისული ცენტრ SOS-ის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას უწევს, დები ახლა საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ გოგონების ახლობლები დაჰპირდნენ, რომ მათ საზღვრის გადაკვეთისას ოჯახის სხვა წევრები შეხვდებოდნენ.

 

"კავკაზ.რეალიის" ცნობით, წუხელ რუსმა მესაზღვრეებმა დებს პასპორტები ჩამოართვეს და პოლიციას გამოუძახეს. მათ აინტერესებდათ გაეგოთ, დართეს თუ არა მშობლებმა მათ საქართველოში წასვლის უფლება, რის შემდეგაც ადვოკატ ლეიზან მანაპოვას უთხრეს, რომ დაღესტნელ ქალებს ვალების გამო საზღვარგარეთ წასვლა ეკრძალათ. მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ვალის არარსებობის სერტიფიკატი აჩვენა, მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ისინი "ფილტრაციის ზომებს" ახორციელებენ. კერძოდ, სურთ ცალ-ცალკე დაელაპარაკონ დებს.

ნათესავები დების სახლში ძალით წაყვანას ცდილობდნენ, მაგრამ ადვოკატმა მოახერხა, პოლიცია დაერწმუნებინა, რომ არ დაეშვათ გოგონებთან მათი ნათესავები. დებმა ოჯახის წევრებზე განცხადებები დაწერეს, სადაც მათი მხრიდან გამოხატული ძალადობა აღწერენ. ამის შემდეგ ისინი ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს, შემდეგ კი საქართველოში შესვლის უფლება მისცეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...