კრემლის ჰაკერებმა ლიზ ტრასის ტელეფონი გატეხეს - მედია
ლიზ ტრასის მობილური ტელეფონი გატეხეს კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, როდესაც ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კიბერკრიმინალებმა მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა. ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ზე დაყრდნობით ავრცელებს, შემდეგ კი ეს სიახლე Reuters-მაც გააშუქა.
გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა, სავარაუდოდ, მიიღეს წვდომა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების საიდუმლო დეტალებზე, მათ შორის უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე, ასევე ტრასის და კვაზი კვარტენგის კერძო მიმოწერაზე, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ფინანსთა სამინისტროს. კიბერკრიმინალების განკარგულებაში იყო მიმოწერა ბორის ჯონსონის კრიტიკასთან დაკავშირებითაც.
ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ აკეთებს, მაგრამ თქვა, რომ მთავრობას აქვს საიმედო მექანიზმები კიბერშეტევებისგან დასაცავად.
ოპოზიცია აღშფოთებულია ფაქტით და გამოძიებას ითხოვს.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სრულად დაცვის მნიშვნელობას... ასევე არსებობს სერიოზული კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ გაჟონა ამ ინფორმაციებმა“,- თქვა ლეიბორისტების სპიკერმა, ივეტ კუპერმა.
პრაიმ თაიმი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.