აშშ-ში კაცი, რომელმაც ციხეში 38 წელზე მეტი გაატარა, უდანაშაულო აღმოჩნდა
აშშ-ში კაცი, რომელმაც მკვლელობისთვის ციხეში თითქმის ოთხი ათეული წელი გაატარა, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა სხვა პირის დანაშაულზე მიუთითა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მორის ჰასტინგსი 1983 წელს კალიფორნიაში რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობისთვისა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის შტატების ციხეში სასჯელს 38 წელზე მეტხანს იხდიდა. თუმცა, დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა მიუთითა სხვა პირის დანაშაულზე, რომელიც ციხეში 2020 წელს გარდაიცვალა.
რობერტა უაიდერმაიერის ცხედარი 1983 წელს თავის მანქანის საბარგულში იპოვეს. მას ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ასევე აღენიშნებოდა სექსუალური ძალადობის კვალი.
დაზარალებულის გაკვეთის დროს პირის ღრუში სპერმა აღმოაჩინეს. ჰასტინგი დაკავების მომენტიდან თავს უდანაშაულოდ გრძნობდა, მაგრამ 2000 წელს ოლქის პროკურორმა უარი განაცხადა არსებული ბიოლოგიური მასალით დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე.
საბოლოოდ ჰასტინგის მოთხოვნა ტესტის ჩატარების შესახებ 21 წლის შემდეგ მიიღეს, შედეგებმა კი აჩვენა, რომ სპერმა სხვა პირის დნმ-ს შეესაბამებოდა.
ქალის მკვლელობისთვის ბრალი სწორედ ჰასტინგს წაუყენეს, პროკურორები მისი სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. 1988 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა ჰასტინგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს პირობით გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.
პრაიმ ტაიმი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.