Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში ბრიტანეთს ადანაშაულებს.

„ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ბრიტანეთშიც. ლონდონი რუსეთს „ეპიკური მასშტაბის ტყუილში“ ადანაშაულებს.

„უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად მიღებული კატასტროფული შედეგების გადასაფარად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეპიკური მასშტაბის სიცრუის გავრცელებითაა დაკავებული. ეს გამოგონილი ისტორია უფრო მეტს ამბობს, რუსეთის მთავრობაზე, ვიდრე დასავლეთზე“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...