Jump to content
Planeta.Ge

უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 52 დამცველი დააბრუნა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“


ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

"ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. განვახორციელეთ ტყვეების მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 52 ჩვენი ადამიანის - ოფიცრების, მედიკოსების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გათავისუფლება. მათ შორის - უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი "აზოველის" ჩათვლით, საზღვაო ძალების 18 მებრძოლი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის 8 წარმომადგენელი, ტერიტორიული თავდაცვის ძალების 9 მებრძოლი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 3 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე“, - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, არ წყდება ძალისხმევა პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად, რომელიც ყველა უკრაინელის სახლში დაბრუნებას ითვალისწინებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...