Jump to content
Planeta.Ge

რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა


რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ე.წ." მარცვლეულის გარიგებაში ", რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

რუსეთის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე შაბათს დრონებით განხორციელებულ თავდასხმას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავს დაესხნენ გემებს, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა განცხადება "მარცვლეულის გარიგებიდან" გამოსვლის შესახებ, რომელშიც მან უკრაინა დაადანაშაულა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებსა და ინფრასტრუქტურაზე უპილოტო თვითმფრინავების დახმარებით განხორციელებულ "მასირებულ დარტყმაში".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, მოთხოვონ რუსეთს, რომ "შეწყვიტოს შიმშილის თამაშები" და დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

რადიო თავისუფლება 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...