გენერალი ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც ლიმანის დაცემის გამო კრიტიკა დაატყდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს
გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს" მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "გროზნო", RBC და Moscow Times-ი თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.
ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ლაპინი დაადანაშაულა ქალაქ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევასა და ქალაქზე კონტროლის დაკარგვაში. "სირცხვილი ის კი არ არის, რომ ლაპინი უნიჭოა. არამედ ი ფაქტი, რომ მას გენერალური შტაბის ხელმძღვანელები აფარებენ მახელს. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს რიგით ჯარისკაცამდე ჩამოვაქვეითებდი, ჯილდოებს ჩამოვართმევდი და წინა ხაზზე ავტომატით ხელში გავაგზავნიდი, რომ სირცხვილი სისხლით ჩამოერეცხა", - წერდა მაშინ რამზან კადიროვი.]
27 ოქტომბერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა კვლავ გენერალ ლაპინს დააკისრა პასუხისმგებლობა დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე იმ ადგილის დაცვაზე, სადაც უკრაინის არმიამ მიმდინარე კვირის ბოლოს თავდაცვის ხაზი გაარღვია და ზუსტი საარტილერიო ცეცხლით რამდენიმე კადიროველი ჯარისკაცი დახოცა. კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ ამ მარცხის თაობაზე სასაუბროდ გენერალ ლაპინს ვერანაირად ვერ უკავშირდებოდა.
მაისის დასაწყისში BBC-ის რუსული სამსახური წერდა, რომ გენერალმა ლაპინმა თავისი ვაჟი, პოლკოვნიკი დენის ლაპინი დააჯილდოვა. იგი მეთაურობდა პირველ გვარდიულ სატანკო პოლკს სუმისა და ჩერნიგოვის წარუმატებელი შეტევის დროს. როცა დაჯილდოების შესახებ სიუჟეტი ტელეარხ "ზვეზდას" მიერ გადაიცემოდა, რუსული არმია უკან იხევდა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.