რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვართან დააკავეს ოთხი დაღესტნელი და, რომლებიც ოჯახში ძალადობას გამოექცნენ
რუსს მესაზღვრეებს უკვე ხუთ საათზე მეტია, რაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებული ჰყავთ და საქართველოში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებ ოთხ დას. ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა დააკავეს საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას. გოგონები აგვისტოში ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ წასაყვანად ნათესავები მოდიან. ამის შესახებ მათ შეატყობინეს კრიზისულ ჯგუფ IC SOS-ი, რომელიც გოგოებს დახმარებას უწევს.
უფლებადამცველების თქმით, ნათესავები რეგულარულად მიმართავდნენ ძალადობას დების მიმართ, მათ ბავშვობაში ქალური წინადაცვეთა ჩაუტარეს, ხოლო ცოტა ხნის წინ მათმა მშობლებმა ერთ-ერთ მათგანის თავის ბიძაშვილზე დაქორწინება დაუპირეს. ზაფხულში დებმა რეგიონი უფლებადამცველების დახმარებით დატოვეს და ოჯახიდან გაიქცნენ.
"კავკაზ.რეალიის" ცნობით, რუსმა მესაზღვრეებმა დებს პასპორტები ჩამოართვეს და პოლიციას გამოუძახეს. მათ აინტერესებდათ, დართეს თუ არა მშობლებმა მათ საქართველოში წასვლის უფლება, რის შემდეგაც ადვოკატ ლეიზან მანაპოვას უთხრეს, რომ დაღესტნელ ქალებს ვალების გამო საზღვარგარეთ წასვლა ეკრძალათ. მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ვალის არარსებობის სერტიფიკატი აჩვენა, მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ისინი "ფილტრაციის ზომებს" ახორციელებენ. კერძოდ, სურთ ცალ-ცალკე დაელაპარაკონ დებს. ამასთან ოფიციალურად მათ დაკავებას არ ადასტურებენ, რეალურ მიზეზებს - არ ამჟღავნებენ.
ტელეგრამის არხმა SOTA-მ გამოაქვეყნა გოგოების ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი საკუთარ თავს წარმოადგენენ და ითხოვენ, რომ არ გადასცენ მშობლებს, რადგან მათ შეიძლება ისინი მოკლან.
როგორც ადვოკატმა მანაპოვამ უთხრა ტელეგრამის არხ "ოსტოროჟნო, ნოვოსტის", თუ დებს საგუშაგოზე კიდევ საათნახევრის განმავლობაში გააჩერებენ, მაშინ მათი ნათესავები მოასწრებენ საზღვრამდე მისვლას.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.