Jump to content
Planeta.Ge

„დოიჩე ველე“ - ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“, ევროკავშირის იუსტიციის კომისარის, დიდიე რეინდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დრომდე გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი შვიდ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის 2,2 მილიარდი გერმანიაშია“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციების რვა პაკეტი დაუწესა. უკრაინელი პოლიტიკოსები ითხოვენ, რომ გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს.

 


ავტორი - თამთა რუხაძე

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...