Jump to content
Planeta.Ge

ანდრეი ერმაკი - რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა დამნაშავეების აგონიაა - მათი დრო დასასრულს უახლოვდება


რუსეთის ფედერაციის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა დამნაშავეების აგონიაა, რომელთა დროც დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

“რუსული შანტაჟის პრიმიტულობა ყველაფერში. ბირთვული შანტაჟი, ენერგეტიკული, სასურსათო… “ბინძურ ბომბზე” გამოგონებები, რომლებზეც მთელი მსოფლიო იცინის. გამოგონილი ტერაქტები საკუთარ ობიექტებზე… ყველაფერი ძალიან მარტივი და პროგნოზირებადია. დამნაშავეების აგონიაა, მათ არ შეუძლიათ გაიგონ, რომ ინფანტილური ულტიმატუმებით ვერაფერს მიაღწევენ. მათი დრო დასასრულს უახლოვდება”, - წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს.

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.


იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...