Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც რამზან კადიროვი არაკომპეტენტურს უწოდებდა, თანამდებობიდან გადააყენეს


რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის “ჩაბარებისთვის” და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევისთვის აკრიტიკებდა.

ცნობისთვის, აქამდე კადიროვი ლაპინს “არაკომპეტენტურს” უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ამის მიუხედავად რუსეთის გენერალურ შტაბში მას “ხელს აფარებენ”.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...