Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში 300-მდე ოკუპანტი გაანადგურეს


უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკასა და ნეველსკოეს დასახლებებში. ამასთან, რუსულმა ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 25-მდე საჰაერო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაზარალდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის დონეცკის ოლქის სევერსკისა და პრეჩისტოვკას დასახლებები; ზაპოროჟიეს ოლქის ჩერბაკის დასახლება, ხერსონის ოლქის დავიდოვ ბროდისა და მალაია სეიდემინუხას დასახლებები, მიკოლაივის ოლქის კობზარცის დასახლება.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...