ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სასტიკი შეტაკებების შესახებ იუწყებიან
დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის 28 ოქტომბერს კვლავ მოხდა შეტაკება ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება არეულობა. ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა იფეთქა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 16 სექტემბერს გარდაიცვალა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც მორალის პოლიციამ ვითომ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა.
ოთხი კვირის წინ ზაჰედანში შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი Iran Human Rights-მა განაცხადა, რომ ზაჰედანში ხალხი 28 ოქტომბერს პარასკევის ლოცვის შემდეგ კვლავ შეიკრიბა მოედანზე და მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
აქტივისტებმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ქალაქში შეკრებილი მომიტინგეები სიკვდილს უთვლიან "დიქტატორ" უზენაეს ლიდერ, აიათოლა ალი ხამენეის და ბასიჯების სახალხო მილიციას, რომელიც დიდ როლს თამაშობს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაჰედანში უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების მიმართ ძალა გამოიყენეს, თვითმხილველებმა კი სროლის ხმაც გაიგონეს.
აშშ-ი მდებარე უფლებადამცველი საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.
ზაჰედანში, "სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეები დაშალა და ბრბოს ცეცხლი გაუხსნა",- ნათქვამია ჯგუფის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, რომლის დამოუკიდებელ წყაროებთან გადამოწმება არ ხერხდება. ირანის ხელისუფლებას კომენტარი მომხდარზე კერ არ გაუკეთებია.
სისთან-ბალუჩისტანის პროვინციის ქალაქ ზაჰედანში, ბოლო ოთკვირის განმავლობაში, გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს 108 ადამიანი, ხოლო, სულ მცირე, 93 პირი დაიღუპა ცალკეულ შეტაკებებში
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.